თავში

თალაკვაძე: ოპოზიციასთან დიალოგი მალე შედგება

თალაკვაძე: ოპოზიციასთან დიალოგი მალე შედგება
თალაკვაძე: ოპოზიციასთან დიალოგი მალე შედგება

საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ოპოზიციასთან დიალოგი მალე შედგება,- ამის სესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის თავმჯდომარემ, ევროკავშირის საელჩოს ორგანიზებით გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც თალაკავაძემ აღნიშნა, ყველა მხრიდან არსებობს მზადყოფნა, რომ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მთავარ პრინციპებზე შეთანხმება შედგეს.

"ამ საუზმემ ძალიან პოზიტიური გავლენა მოახდინა ჩვენს შორის არსებულ კომუნიკაციაზე. ვფიქრობ, რომ ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი იქითკენ, რომ ჩვენ შეხვდეთ კიდევ ერთხელ და შემდეგი დიალოგის ფარგლებში შევათანხმოთ მთავარი საკითხები ერთმანეთთან. დღეს დეტალებზე არ ვისაუბრებ, მაგრამ გპირდებით, რომ მოლაპარაკების ყველა დეტალი და მნიშვნელოვანი საკითხი იქნება ცნობილი, როგორც კი შემდეგი დიალოგი დაინიშნება. დიალოგი დაინიშნება მალე", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ჟურნალისტები ასევე დაინტერესდნენ, შესთავაზა თუ არა მმართველმა გუნდმა ოპოზიციას 110/40-ზე საარჩევნო სისტემა, პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, არის გაცილებით მნიშვნელოვანი საკითხები, რაც განიხილეს აღნიშნულ შეხვედრაზე და ეს რიცხვები მეორეხარისხოვანია. 

“ყველა მხრიდან არის ნაბიჯები გადადგმული იმისკენ, რომ მთავარ პრინციპებზე შეთანხმება მოხდეს”, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ. 

შეგახსენებთ, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, ხელისუფლებისა და ოპოზიციის დიალოგი, "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას დაკავების შემდეგ შეწყდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system