თავში

თალაკვაძე: ოპოზიციის ნაწილის მხრიდან, გადადგმულია ნაბიჯები, რომ შეთანხმება შედგეს

თალაკვაძე: ოპოზიციის ნაწილის მხრიდან, გადადგმულია ნაბიჯები, რომ შეთანხმება შედგეს
თალაკვაძე: ოპოზიციის ნაწილის მხრიდან, გადადგმულია ნაბიჯები, რომ შეთანხმება შედგეს

"როგორც ჩვენი მხრიდან, ასევე ოპოზიციის ერთი ნაწილის მხრიდან, არის გადადგმული ნაბიჯები იმისათვის, რომ შეთანხმება შედგეს",- ამის შესახებ ჟურნალისტებთან, პარლამენტის თავმჯდომარემ, "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში გამართული საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომელსაც პარტიის თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდა.

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, დღეს მათ ქონდათ საპარლამენტო უმრავლესობასთან სამუშაო შეხვედრა.

" შეხვედრას ესწრებოდა პარტიის თავმჯდომარე. განვიხილეთ მიმდინარე მოლაპარაკებების ყველა მთავარი საკითხი. ჩვენ, ჩვენი გუნდი, ამომწურავად ჩავაყენეთ საქმის კურსში, იმ ძირითად პირობებზე, რომელიც განიხილებოდა ბოლო ერთი კვირის განმავლობაში. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ელჩებს, რადგან მათ მაქსიმალურად ხელი შეუწყვეს დიალოგის წარმართვას, მოლაპარაკებებს და პოზიციების დაახლოებას. ამ მომენტისთვის შემიძლია გითხრათ და ჩვენს გუნდსაც აქვს იგივე ინფორმაცია, რომ ყველა პრინციპულ საკითხთან დაკავშირებით, იქნება ეს პროპორციები, 40 პროცენტიანი ბარიერის პრინციპი, საარჩევნო ბარიერი და არჩევნები, რომელიც უნდა ჩატარდეს 2020 წელს, ყველა პრინციპულ საკითხთან დაკავშირებით, ჩვენი მხრიდან არის შეთავაზებული ოპოზიციის მისამართით, სამართლიანი, პრაგმატული და ოპტიმალური პირობები, რომელიც ამ პოლიტიკურ კონტენტში შესაძლებელი იყო გაკეთებულიყო ხელისუფლების მხრიდან. მე მესმის, რომ ამ დღეებში ოპოზიციის ნაწილი ცდილობდა, რომ თავისი რაკურსით ეჩვენებინა საზოგადოებისთვის ზოგიერთი დეტალი, რომელიც ამ მოლაპარაკების საგანი იყო, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ხშირად ამ წარმომადგენლების განცხადებები იმ რეალობას, რომელიც განიხილებოდა, სცდება",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system