თავში

თალაკვაძე: რისთვის ითხოვენ მხარდაჭერას, თუ პარლამენტის საქმიანობაში არ მონაწილეობდნენ

თალაკვაძე: რისთვის ითხოვენ მხარდაჭერას, თუ პარლამენტის საქმიანობაში არ
თალაკვაძე: რისთვის ითხოვენ მხარდაჭერას, თუ პარლამენტის საქმიანობაში არ მონაწილეობდნენ

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მოქალაქეებს კითხვა აქვს იმის თაობაზე, რისთვის ითხოვს ოპოზიცია მხარდაჭერას, თუ პარლამენტის საქმიანობაში მაინც არ მონაწილეობს.

მისი თქმით, მას იმედი აქვს, რომ ოპოზიცია მეათე მოწვევის პარლამენტში ასეთ მცდარ გადაწყვეტლიებებს აღარ მიიღებს.

"ბოიკოტი წინააღმდეგობაში მოდის და აზიანებს ოპოზიციის ინტერესებსა და მათ პირობებს. ოპოზიცია საზოგადოებას მხარდაჭერას სთხოვს, რათა პარლამენტში მოხვდნენ, მაგრამ იგივე საზოგადოება ხედავს, რომ ისინი არჩევნების შედეგად დღეს პარლამენტში არიან წარმოდგენილნი და არ ესწრებიან სხდომებს, არ მონაწილეობენ პარლამენტის საქმიანობაში. შესაბამისად, ბევრ ჩვენს თანამოქალაქეს კითხვა აქვს, რისთვის ითხოვენ მხარდაჭერას, თუ პარლამენტის საქმიანობაში მაინც არ მონაწილეობდნენ ბოლო ერთი წლის განმავლობაში?! საზოგადოებას რა გარანტია აქვს, რომ თუ ეს ოპოზიციური პარტიები გარკვეულ ხმებს მიიღებენ, მართლაც გაამართლებენ თავის მდგომარეობას და შეასრულებენ სრულფასოვანი ოპოზიციის ფუნქციას მომდევნო პარლამენტში. იმედია, ოპოზიცია ჩვენს მიერ გატარებული რეფორმების შემდეგ მეათე მოწვევის პარლამენტში ასეთ მცდარ გადაწყვეტილებებს აღარ მიიღებს," - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. 

ცნობისთვის, საქართველოს IX მოწვევის პარლამენტმა მუშაობა დაასრულა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system