თავში

თალაკვაძე: როგორც ჩანს ერთწლიანმა ბოიკოტმა ცუდი გავლენა მოახდინა თქვენზე

თალაკვაძე: როგორც ჩანს ერთწლიანმა ბოიკოტმა ცუდი გავლენა მოახდინა თქვენზე
თალაკვაძე: როგორც ჩანს ერთწლიანმა ბოიკოტმა ცუდი გავლენა მოახდინა თქვენზე

"როგორც ჩანს, ერთწლიანმა ბოიკოტმა და სხდომების გაცდენამ ძალიან ცუდი გავლენა მოახდინა თქვენზე," - ასე მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ "ევროპული საქართველოს" წევრს, სერგი კაპანაძეს.

როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, როდესაც კომიტეტი სამინისტროსთან საკანონმდებლო რეფორმაზე მუშაობს და გარკვეულ საკითხებზე თანხმდება, ეს საკანონმდებლო მუშაობის ნაწილია.

"გეტყობათ, რომ ძალიან გაოცებული ხართ ელემენტარული რამით, რომელიც არის საპარლამენტო და სახელისუფლებო სამუშაოს ანი და ბანი. როდესაც დარგობრივი კომიტეტი მუშაობს სამინისტროსთან საკანონმდებლო რეფორმაზე, ეს არის ჩვეულებრივი ნაწილი და კანონშემოქმედების ნაწილი, რამაც ასე გაგაოცათ და აღგაშფოთათ. ამიტომ, ნუ გიკვირთ, თუ, მაგალითად საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი ბიუჯეტის დამტკიცებამდე სამინისტროსთან ერთად ამზადებს და თანხმდება საკითხებზე. სხდომებს ნუ გააცდენთ, როგორც ჩანს, დაგავიწყდათ ის, რაც საბაზისოა საპარლამენტო მუშაობაში,"- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system