თავში

თალაკვაძე: რუსეთს მოუწევს ფასის გადახდა, ამ უკანონო ქმედებების გამო

თალაკვაძე: რუსეთს მოუწევს ფასის გადახდა, ამ უკანონო ქმედებების გამო
თალაკვაძე: რუსეთს მოუწევს ფასის გადახდა, ამ უკანონო ქმედებების გამო

"რუსეთის ფედერაცია აგრძელებს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას და პროვოკაციების გზით ჩვენთან ურთიერთობას, რაც არის მიუღებელი",- ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალში, ცხინვალის დე-ფაქტო რეჟიმის მიერ 17 წლის მოზარდი დაკავებას.

თალაკვაძის განცხადებით, მთელმა მსოფლიომ დაინახა საქართველოს და ჩვენი ქვეყნის პარტნიორების რეაქციები, როდესაც აშშ-მ, ევროსაბჭოს წევრმა ქვეყნებმა გასცეს სათანადო პასუხი საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ პროვოკაციას და კიბერ-თავდასხმას.

"დარწმუნებული ვარ რუსეთს საერთაშორისო სამართლის ფარგლებში მოუწევს ფასის გადახდა ამ უკანონო ქმედებების გამო. რუსეთი აგრძელებს პროვოკაციებს, თუმცა ჩვენი მხრიდან არის ძალიან პრინციპული რეაქციები, ჩვენ ვუფრთხილდებით საქართველოს უსაფრთხოებას და რა თქმა უნდა მშვიდობიანი, პრინციპული ნაბიჯებით, რეფორმებით, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განვითარებით, ჩვენი ინტეგრაციით ნატოსა და ევროპულ სტრუქტურებში შევძლებთ, რომ რუსეთის ოკუპაცია დავასრულოთ ამ ქვეყანაში",- განაცხადა თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, რომ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალში, ცხინვალის დე-ფაქტო რეჟიმმა 17 წლის მოზარდი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაადასტურეს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system