თავში

თალაკვაძე: საერთაშორისო დამკვირვებლების ჩამოსაყვანად მთავრობა მზადაა სპეციალური ჩარტერული რეისებიც დანიშნოს

თალაკვაძე: საერთაშორისო დამკვირვებლების ჩამოსაყვანად მთავრობა მზადაა სპეციალური ჩარტერული რეისებიც დანიშნოს
თალაკვაძე: საერთაშორისო დამკვირვებლების ჩამოსაყვანად მთავრობა მზადაა სპეციალური ჩარტერული რეისებიც დანიშნოს

"ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი ჩამოვიდეს და მეტმა დამკვირვებელმა შეაფასოს დადებითაც ჩვენი არჩევნები და დაინახოს, რომ საქართველო ნამდვილად აძლიერებს თავის დემოკრატიასა და ატარებს დემოკრატიულ არჩევნებს, არსებითად პროპორციული სისტემით,"- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, როგორც კი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები და ორგანიზაციები გააკეთებენ განაცხადებს, მიიღებენ გადაწყვეტილებას ქვეყანაში დამატებითი წარმომადგენლები ჩამოყვანონ, ხელისუფლება მაშინვე სათანადო ნაბიჯებით უპასუხებს.

პარლამენტის ტავმჯდომარე ამბობს, რომ საერთაშორისო დამკვირვებლების ჩამოსაყვანად მთავრობა მზადაა სპეციალური ჩარტერული რეისებიც დანიშნოს.

"ამისთვის ჩვენ ორი თვის წინ შევქმენით სამუშაო ჯგუფი, კანონმდებლობაში შევიტანეთ ცვლილებები, რომლის მიხედვითაც კოვიდპანდემიის პირობებში განვსაზღვრეთ უსაფრთხოების ძირითადი პრინციპები, გადავანაწილეთ პასუხისმგებლობები. შესაბამისად, არსებობს სრული მზადყოფნა, რაც შეიძლება მეტი საერთაშორისო დამკვირვებლის ჩამოსაყვანად ქვეყანაში. როგორც კი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები და ორგანიზაციები გააკეთებენ განაცხადებს, მიიღებენ გადაწყვეტილებას ქვეყანაში დამატებითი წარმომადგენლები ჩამოყვანონ, ხელისუფლება მაშინვე სათანადო ნაბიჯებით უპასუხებს", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system