თავში

თალაკვაძე: ცესკო-ზე შეტევის მიზანი, სავარაუდოდ, ბიულეტენების განადგურება იყო

თალაკვაძე: ცესკო-ზე შეტევის მიზანი, სავარაუდოდ, ბიულეტენების განადგურება იყო
თალაკვაძე: ცესკო-ზე შეტევის მიზანი, სავარაუდოდ, ბიულეტენების განადგურება იყო

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, 8 ნოემბერს ოპოზიციის მხრიდან ცესკოზე შეტევის მიზანი, სავარაუდოდ, ბიულეტენების განადგურება იყო.

"სავარაუდოდ, პოლიტიკურმა ლიდერებმა, ჩვენი მოქალაქეები გამოიყენეს იმისთვის, რომ მორიგი შეტევა მოეხდინათ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე. ცენტრალური საარჩევნო კომისია არის ის სახელმწიფო ინსტიტუტი, რომელიც ითვლის ხალხის მიერ მიცემულ ხმებს და აჯამებს არჩევანს და მოახდინეს შეტევა. დიდი ალბათობით, მათი მიზანი იყო ბიულეტენების განადგურება. ეს ყველაფერი მოხდა ღამე და ბიულეტენების განადგურების შემდეგ, ეს ხალხი გამოვიდოდა და იტყოდა, რომ ცენტრალურ ოფისში დაცული ბიულეტენები აღარ არსებობს და არჩევნები უნდა ჩატარდეს თავიდან", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ "ღამის კურიერში".

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system