თავში

თალაკვაძემ და წულუკიანმა პრეზიდენტთან პატიმართა შეწყალების პრინციპები განიხილეს

თალაკვაძემ და წულუკიანმა პრეზიდენტთან პატიმართა შეწყალების პრინციპები განიხილეს
თალაკვაძემ და წულუკიანმა პრეზიდენტთან პატიმართა შეწყალების პრინციპები განიხილეს

საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარე და იუსტიციის მინისტრი შეხვდნენ და შეწყალების პროცედურის და კრიტერიუმების შესახებ იმსჯელეს.

არჩილ თალაკვაძემ და თეა წულუკიანმა პრეზიდენტს იმ რეკომენდაციებზე და პრინციპებზე გაუზიარეს პოზიცია, რომელზე დაყრდნობითაც შესაძლოა, მოხდეს შეწყალება.

„საქართველოს პრეზიდენტმა მოგვმართა კონსულტაციის მიზნით, რათა შეწყალებასთან დაკავშირებით მიგვეწოდებინა მოსაზრებები. დღეს მას მივაწოდეთ ჩვენი მოსაზრებები, თუ რა კრიტერიუმებსა და პრინციპებზე დაყრდნობით შესაძლოა, მოხდეს მომავალში შეწყალება- მიგვაჩნია, რომ გადაწყვეტილების მიღების დროს გათვალისწინებული უნდა იყოს დანაშაულის ხასიათი და სოციალური რისკი, ხომ არ არის ეს ძალადობრივი და განსაკუთრებით მძიმე დანაშაული ჩადენილი მოწყვლადი ჯგუფების, ბავშვის ან ქალის წინააღმდეგ; ასევე, ვფიქრობთ, რომ სასურველია, გათვალისწინებული იყოს ის შემთხვევები, როდესაც პირს აქვს შესაძლებლობების შეზღუდვის ისეთი ხარისხი ან ისეთი სამედიცინო დიაგნოზი, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის სასჯელის მიზნებთან; ვფიქრობთ, რომ არ უნდა იყვნენ შეწყალებულნი პოლიციელის, სამართალდამცავის სიცოცხლის ხელყოფისთვის მსჯავრდებული პირები; ასევე, სასურველია, არ მოხდეს ძებნილი პირის შეწყალება; მიგვაჩნია, რომ შეწყალება უნდა იყოს საგამონაკლისო წესი - ანუ, შეწყალების თითოეული გადაწყვეტილება მხოლოდ მაშინ უნდა იყოს მიღებული, თუ ეს სისხლის სამართლის საერთო პოლიტიკასთან, საჯარო ინტერესთან შესაბამისობაშია და სხვა ალტერნატივა არ არსებობს“,- განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system