თავში

თამარ ჩუგოშვილი უმრავლესობიდან წასულ დეპუტატებთან ერთად საპარლამენტო ფრაქციას ქმნის

თამარ ჩუგოშვილი უმრავლესობიდან წასულ დეპუტატებთან ერთად საპარლამენტო ფრაქციას ქმნის
თამარ ჩუგოშვილი უმრავლესობიდან წასულ დეპუტატებთან ერთად საპარლამენტო ფრაქციას ქმნის

გადაჭრით მინდა ვთქვა, რომ ჩვენ არ ვფიქრობთ არანაირი პარტიის შექმნაზე, - ამის შესახებ უმრავლესობიდან წასულმა დეპუტატმა თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებს სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით განუცხადა.

"პარტიის შექმნისთვის ჩვენ არც რესურსი გაგვაჩნია და ვერც კიდევ ერთი პარტიის შექმნის საჭიროებას ვხედავთ. პირიქით, მგონია, რომ ქვეყანაში ძალიან ბევრი პარტიაა. დროც არ ყოფილა, რომ ასეთ სერიოზულ და მთელი ცხოვრების გეგმებზე გვეფიქრა პოლიტიკაში, რადგან სულ რამდენიმე დღე გავიდა მას შემდეგ, რაც გადაწყვეტილება მივიღეთ. ჩვენი გეგმები პირველ რიგში დაკავშირებულია დარჩენილი ერთი წლის განმავლობაში საპარლმენტო საქმიანობასთან და იმასთან, რომ ვადა ღირსეულად დავასრულოთ", -განაცხადა ჩუგოშვილმა.

დეპუტატის თქმით, არსებულ ვითარებაში ფრაქციის შექმნა საუეკთესო გამოსავალია. 

"საკმარისი რაოდენობით მოვგროვდებით პარლამენტის წევრები, რომლებსაც სურვილი ექნებათ, ახალი ფრაქცია შევქმნათ. გვარებს და დეტალებს ჯერ ვერ გეტყვით, რადგან რამდენიმე დღე კიდევ გვჭირდება. ერთადერთი, ვისთანაც მოლაპარაკებები გვაქვს, ის ადამიანები არიან, რომლებმაც კენჭისყრის შედეგებიდან გამომდინარე უმრავლესობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს. ყველა ადამიანი, ვისთანაც საუბარი გვაქვს, ძალიან პრინციპული და პროფესიონალია. ფრაქცია, რომელიც შეიქმნება, საკმაოდ კარგი რესურსი იქნება, რომ ჯანსაღი პოლიტიკური პროცესები გვქონდეს საქართველოს პარლამენტში“, – აღნიშნა ჩუგოშვილმა. 

ჩუგოშვილი ამ ეტაპზე არ აკონკრეტებს, ვისთან ერთად აპირებს ფრაქციის შექმნას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system