თავში

თამარ ხულორდავა თანამშრომლებს დაემშვიდობა - PHOTO

თამარ ხულორდავა თანამშრომლებს დაემშვიდობა
თამარ ხულორდავა თანამშრომლებს დაემშვიდობა - PHOTO

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა თანამშრომლებს დაემშვიდობა. თამარ ხულორდავამ და უმრავლესობიდან წასულმა სხვა დეპუტატებმა საპარლამენტო თანამდებობების დატოვების თაობაზე ბიუროს ოფიციალურად დღეს მიმართეს. ხულორდავას კაბინეტის კარიდან უკვე ჩამოხსნილია მისი სახელობის აბრა. 

თამარ ხულორდავასთან ერთად პოსტებს ტოვებენ პირველი ვიცე-სპიკერი, ხაზინადართა და გენდერული საბჭოების თვამჯდომარე თამარ ჩუგოშვილი, ვიცე-სპიკერი ზვიად ძიძიგური, ასევე საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა და განათლების კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში. 

რაც შეეხება კომიტეტების თავმჯდომარეების მოადგილეებს, საგარეო ურთიერთობა კომიტეტში ვაკანტური იქნება პირველი მოადგილისა და მოადგილის თანამდებობები, რადგან პოსტებს ნინო გოგუაძე და დიმიტრი ცქიტიშვილი ტოვებენ.

შეგახსენებთ, რომ დეპუტატებმა საპარლამენტო უმრავლესობა და თანამდებობები მას შემდეგ დატოვეს, რაც 14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი ჩააგდო. ინიციატივას 101-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 3 იყო წინააღმდეგი. აღნიშნული ხმები კანონის მისაღებად საკმარისი არ აღმოჩნდა.ინიციატივის პირველი მოსმენით მისაღებად 113 ხმა იყო საჭირო. 



ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system