თავში

თამარ ჟვანიასთან ბოდიში ბევრს აქვს მოსახდელი - პაპუაშვილი

თამარ ჟვანიასთან ბოდიში ბევრს აქვს მოსახდელი - პაპუაშვილი
თამარ ჟვანიასთან ბოდიში ბევრს აქვს მოსახდელი - პაპუაშვილი

თამარ ჟვანიასთან ამ ქვეყანაში ბოდიში ბევრს აქვს მოსახდელი, მათ შორის ოპოზიციასაც, - ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, თუ მათ ბოდიშის გამბედაობა არ ეყოფათ, ის მაინც ჰკითხონ, რა სტრეს გადაიტანა ამ ქალმა. 

"პირველ რიგში მათ ბოდიში უნდა მოუხადონ თამარ ჟვანიას და შემდეგ თამარ ჟვანია გადაწყვეტს, უნდა მას წასვლა, თუ არა. ბოდიში მოსახდელი აქვს ბევრს ამ ქვეყანაში თამარ ჟვანიასთან, მათ შორის ოპოზიციას, "სამართლიან არჩევნებს" და სხვებს, ვინც მას და ცესკო-ს ისეთი რაღაცები დააბრალა, რაც საბოლოო ჯამში, ვერანაირად ვერ დაამტკიცეს. ბოდიშს თუ არ მოიხდიან, მინიმუმ, ის გამბედაობა მაინც ჰქონდეთ, რომ მივიდნენ და ჰკითხონ, რა გადაიტანა ამ ქალმა იმ დღეებში, არჩევნების შემდეგ, რა დონის შეტევა იყო მის მიმართ", - განაცხადა პაპუაშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system