თავში

,,თამაზ მეჭიაური -ერთიანი საქართველომ" ოცეულის სია წარადგინა

,,თამაზ მეჭიაური -ერთიანი საქართველომ" ოცეულის სია წარადგინა
,,თამაზ მეჭიაური -ერთიანი საქართველომ ოცეულის სია წარადგინა

პარტიამ ,,თამაზ მეჭიაური-ერთიანი საქართველომ" საპარლამენტო ოცეულის სია გამოაქვეყნა. 

ოცეულის შემადგენლობა ასეთია: 1. თამაზ მეჭიაური  2. ტარიელ ხარხელაური 3.თეა გამეზარდაშვილი 4. სესილი შათაშვილი  5. გელა ჩივაძე  6. თამაზ ჩადუნელი7. ირმა ჯანგირაშვილი 8. ნუგზარ ჭიაბერაშვილი 9. რომან ფალელაშვილი 10. სტელა ძოწენიძე 11.ზაური ხაჩიძე 12. ლევან ბუთხუზაშვილი 13.თეონა ყურშავიშვილი 14. გიორგი კოსტავა 15. ია ფილფანი 16.ზურა აბრამიშვილი 17. ლაშა ჭუმბურიძე 18. ნაირა შუშანაშვილი 19.გურამ ქაცანაშვილი 20. თორნიკე აბრამიშვილი.

პარტიის ლიდერმა თამაზ მეჭიაურმა პროგრამაზე სიის წარდგენისას საარჩევნო პროგრამაზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

ჩვენი უმთავრესი მიზანია - ერთიანი და ძლიერი სახელმწიფო, ხოლო მიზნის მიღწევის საშუალებებად მიგვაჩნია ეროვნული ხელისუფლება; ძლიერი ეკონომიკა; საშუალო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობა, სამუშაო ადგილების შექმნა; თვითმმართველობის გაძლიერება, მისი დეცენტრალიზაია; ჯანდაცვის სისტემის სრულყოფა. პაციენტისა და მედპერსონალზე და არა მხოლოდ ბიზნესზე ორიენტირებული ჯანდაცვა; სწავლების ხარისხის გაუმჯობესება, საყოველთაო განათლების დონის ამაღლება; მთის კანონის სრულყოფა, მთაში მუდმივად მცხოვრებთა საპენსიო ასაკის ეტაპობრივად შემცირება“, - აცხადებს პარტიის ლიდერი თამაზ მეჭიაური.

სიის მერვე ნომერი ნუგზარ ჭიაბერაშვილი აღნიშნავს, რომ გამარჯვების შემთხვევაში, მთავარ ყურადღებას განათლების, ჯანდაცვისა და სოციალური პრობლემების მოგვარებას დაუთმობს.,,ჩვენი მიზანია: მართლმადიდებლობის დაცვა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვა; ქართული ეროვნული კულტურისა და სპორტის განვითარება და პოპულარიზაცია საერთაშორისო დონეზე, განათლების ხელშეწყობა; შშმ პირთა სრული ჩართულობა-განვითარება და საზოგადოებაში რესოციალიზაცია, მათი პენსიების ზრდა ეტაპიბრივად და სხვა მნიშვნელოვანი სამედიცინო სერვისის სრულად უფასოდ მიღება; საქართველოში სოციალური საკითხების მოწესრიგება; ქართული ჯარის სიძლიერე“, - აცხადებს ნუგზარ ჭიაბერაშვილი.
ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system