თავში

თბილისის მერის მოადგილემ თანამდებობა დატოვა

თბილისის მერის მოადგილემ თანამდებობა დატოვა
თბილისის მერის მოადგილემ თანამდებობა დატოვა

თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიამ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ report.ge-ს თბილისის მერიიდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, ხუნწარიამ თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.

,,გათავისუფლების ბრძანებას თბილისის მერმა კახა კალაძემ ხელი უკვე მოაწერა. თბილისის მერია მადლობას უხდის სოფიო ხუნწარიას ორი წლის მანძილზე მუნიციპალიტეტში განხორციელებული არაერთი მნიშვნელოვანი პროექტისთვის და უსურვებს მას წარმატებებს შემდგომ საქმიანობაში", - აცხადებენ მერიაში.

შეგახსენებთ, თბილისის მერის მოადგილედ სოფიო ხუნწარია 2018 წლის 18 იანვარს დაინიშნა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system