თავში

თანამდებობიდან წასვლას არ ვაპირებ - თამარ ჟვანია

თანამდებობიდან წასვლას არ ვაპირებ - თამარ ჟვანია
თანამდებობიდან წასვლას არ ვაპირებ - თამარ ჟვანია

"მე არსად წავსულვარ, წასვლას არ ვაპირებ და კანონმდებლობიდან გამომდინარე იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება", - ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, თამარ ჟვანია აცხადებს, რომ გადადგომას არ აპირებს.

ჟვანიას თქმით, მისი გადადგომისთვის არგუმენტები და მტკიცებულებები არ არსებობს.

"არც საარჩევნო დავების პროცესში ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში და არც საგამოძიებო კომისიაში არცერთი დასაბუთება, არგუმენტი, მტკიცებულება არ შემოსულა. მე მქონდა მოლოდინი, რომ ვინმე რამეს მოიტანდა, სამწუხაროდ, ეს არ არსებობს.

რა საფუძვლით შეიძლება მოითხოვოს რომელიმე პოლიტიკურმა პარტიამ ან სუბიექტმა ნებისმიერი ადმინისტრატორის გადადგომა, ეს იქნება ცესკოს თავმჯდომარე თუ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. ამიტომ ჩვენი პასუხია ის, რომ ჩვენ გვაქვს არგუმენტები.

ჩვენს უკან დგას სიმართლე. არც ერთი პოლიტიკური პარტიის გადასაწყვეტი არაა, დამოუკიდებელი საარჩევნო ორგანოს წევრი თუ ხელმძღვანელი გადადგება თუ არა", – განაცხადა თამარ ჟვანიამ.

შეგახსენებთ, თამარ ჟვანიას გადადგომას ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ითხოვდნენ. 

როგორც ისინი აცხადებენ არჩევნების შედეგები გაყალბდა. ოპოზიცია თვეების განმავლობაში საპარლამენტო საქმიანობას ბოიკოტს უცხადებდა. 

ბოიკოტის რეჟიმში დარჩა ოპოზიციის ნაწილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system