თავში

ტანკის მოასფალტებულ გზაზე სიარული დღის წესრიგში არ დგას - გია ვოლსკი მამუკა ხაზარაძეს პასუხობს

ტანკის მოასფალტებულ გზაზე სიარული დღის წესრიგში არ დგას - გია ვოლსკი მამუკა ხაზარაძეს პასუხობს
ტანკის მოასფალტებულ გზაზე სიარული დღის წესრიგში არ დგას - გია ვოლსკი მამუკა ხაზარაძეს პასუხობს

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკი აცხადებს, რომ მამუკა ხაზარაძე ანტისახელმწიფოებრივად იქცევა. 

„მამუკა ხაზარაძე იქცევა ანტისახელმწიფოებრივად და თავადაც ძალიან კარგად იცის. ტანკის მოასფალტებულ გზაზე სიარულის თემა, დღის წესრიგში არ დგას, ეს კარგად იცის და იცის, რომ რუსულ კომპანიას სთავაზობდა კონსორციუმის საქმიანობაში ჩართვას. კარგად იცის, თავისი ვალდებულებები შეუსრულებელი აქვს. იცის, რომ პოლიტიკურ ფარდას ამოეფარა მაშინ, როდესაც სერიოზულ კითხვებზე აქვს პასუხი გასაცემი. დღეს ცდილობს, რომ რაღაც სკანდალური თემები წამოწიოს. ყველას უნდა ესმოდეს, რომ არ სჭირდება მოასფალტებული გზა, იმას, თუ აგრესია გადაწყვიტა კონკრეტულმა ქვეყანამ.მამუკა ხაზარაძე რას მიედ-მოედოს და რომელ ხავსს ჩამოეკიდოს აღარ იცის“, – განაცხადა გია ვოლსკიმ, რომელიც ქვეშეთი-კობის გზასთან დაკავშირებით მამუკ ხაზარაძის განცხადებას გამოეხმაურა. 

ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძემ დღეს საქალაქო სასამართლოში განაცხადა, რომ სახელმწიფოს პოლიტიკაა, მთელი ვექტორი წავიდეს რუსეთისკენ, რაზეც ქვეშეთი-კობის საგზაო მონაკვეთის დაფინანსებაც მოწმობს, რომელიც პირდაპირ რუსეთის ინტერესში შედის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system