თავში

თარხნიშვილი: ამას არც მორალური და არც საქმიანი გამართლება არ აქვს

თარხნიშვილი: ამას არც მორალური და არც საქმიანი გამართლება არ აქვს
თარხნიშვილი: ამას არც მორალური და არც საქმიანი გამართლება არ აქვს

"ევროპული საქართველოს" აზრით, შეთანხმება "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან დაირღვა, ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა, ლევან თარხნიშვილმა "ნაციონალური მოძრაობის" მიერ ისნის ოლქში კანდიდატის დაყენებასთან დაკავშირებით განაცხადა.

თარხნიშვილის განცხადებით, ამას არც მორალური და არც საქმიანი გამართლება არ აქვს. 

მისი თქმით, "ევროპული საქართველო" არჩევნებზე მხარს "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერს, გიორგი ვაშაძეს დაუჭერს.

"ევროპული საქართველო“ შეთანხმების ერთგული რჩება. შესაბამისად, ჩვენ მხარს დავუჭერთ გიორგი ვაშაძეს. აქ პიროვნებებზე არაა საუბარი, მე პირადად ორივეს თანაბარ პატივს ვცემ. აქ საუბარია პრინციპსა და შეთანხმების დაცვაზე. „ევროპული საქართველოს“ აზრით, შეთანხმება „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან დაირღვა. ეს სამწუხაროა. ჩვენი აზრით, ამას არც მორალური და არც საქმიანი გამართლება არ აქვს. მეორე მხრივ, აქედან ტრაგედია არ უნდა შევქმნათ. ეს ნამდვილად ვერ გადაარჩენს ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“, უბრალოდ, კიდევ ერთ ოლქში სიმძიმის ცენტრმა პირველი ტურიდან მეორე ტურზე გადაინაცვლა," - განაცხადა თარხნიშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system