თავში

თარხნიშვილის მიერ ჩატარებულ კვლევებს სანდოობა არ აქვს - ღარიბაშვილი

თარხნიშვილის მიერ ჩატარებულ კვლევებს სანდოობა არ აქვს - ღარიბაშვილი
თარხნიშვილის მიერ ჩატარებულ კვლევებს სანდოობა არ აქვს - ღარიბაშვილი

ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ არავითარი სანდოობა არ აქვს ლევან თარხნიშვილის მიერ ჩატარებულ კვლევებს ადგილზე. „იფსოსის“ სახელს რომ იყენებენ, ესეც ყველასთვის კარგად ცნობილია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს „იფსოსის“ კვლევებთან დაკავშირებით განუცხადა.

როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, ეს არის მორიგი უსუსური მცდელობა რომ გუშინდელი ტრიუმფალური ღონისძიება გადაიფაროს.

„ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ არავითარი სანდოობა არ აქვს ლევან თარხნიშვილის მიერ ჩატარებულ კვლევებს ადგილზე. „იფსოსის“ სახელს რომ იყენებენ, ესეც ყველასთვის კარგად ცნობილია. ლევან თარხნიშვილის მიერ გაყალბებული კვლევები ნამდვილად არ არის საინტერესო ჩვენთვის. ეს არის მორიგი უსუსური მცდელობა იმისა, რომ გუშინდელი მართლაც ტრიუმფალური ღონისძიება გადაეფარათ როგორმე. ძალიან მალე, 2 დღეში ჩვენი მოსახლეობა იხილავს, რომ ეს მეორე ტურები დასრულდება ჩვენი და ჩვენი კანდიდატების გამარჯვებით“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system