თავში

თავდასხმა ძვირი დაუჯდებათ - დაპირისპირება ოპოზიციაში

თავდასხმა ძვირი დაუჯდებათ - დაპირისპირება ოპოზიციაში
თავდასხმა ძვირი დაუჯდებათ - დაპირისპირება ოპოზიციაში

"მიხეილ სააკაშვილზე თავდასხმა ძალიან ძვირი დაუჯდებათ მაჟორიტარ კანდიდატებს "ევროპული საქართველოდან", – ასე პასუხობს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი, სალომე სამადაშვილი დავით ბაქრაძის განცხადებას, რომ სააკაშვილი, მერაბიშვილი და ადეიშვილი მინისტრთა კაბინეტში არ იქნებიან.

"მსგავსი განცხადებები ნამდვილად არ ეხმარება ამ ერთიანობას. ჩემთვის გაუგებარია, რატომ არ იფიქრა ბატონმა ბაქრაძემ, რომ მისი მხრიდან თავდასხმა მიხეილ სააკაშვილზე ძალიან ძვირი დაუჯდებათ მაჟორიტარ კანდიდატებს "ევროპული საქართველოდან", სადაც მათ სჭირდებათ, მაგალითად თბილისში, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ამომრჩევლის მხარდაჭერა.

ასევე, ვფიქრობ, რომ ცოტათი გაუგებარი იქნება ამომრჩევლისთვის მსგავსი განცხადებები ადამიანისგან, რომელსაც საკონსტიტუციო უფლებამოსილებაც და ვალდებულებაც ჰქონდა აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლის.

ეს განცხადება არის დამაზიანებელი, როგორც საერთო ოპოზიციური მიზნებისთვის, ასევე დამაზიანებელია პირადად დავით ბაქრაძისთვის". – ამბობს სალომე სამადაშვილი. 

ცნობისთვის, , "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ სააკაშვილი, მერაბიშვილი და ადეიშვილი არ იქნებიან მინისტრთა კაბინეტში, მათ შორის არც პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე. 
მისივე თქმით, კოალიციური ხელისუფლება უნდა იყოს ისეთი, სადაც იქნება შესაძლებელი, რაც შეიძლება მეტი პარტიის ჩართვა და შესაბამისად მასში იქნებიან ისეთი ფიგურები, ვისთან ერთად მუშაობასაც შეძლებენ განსხვავებული შეხედულების მქონე პარტიების წარმომადგენლები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system