თავში

თავდაცვის ახალი მინისტრი მუშაობას შეუდგა - VIDEO - PHOTO

თავდაცვის ახალი მინისტრი მუშაობას შეუდგა
თავდაცვის ახალი მინისტრი მუშაობას შეუდგა - VIDEO - PHOTO

საქართველოს თავდაცვის ახალი მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამინისტროში უკვე მივიდა. როგორც უწყების პრესსამსახური იტყობინება, მინისტრმა პირველი სამუშაო დღე დილის 9 საათზე დაიწყო. მას თავდაცვის სამინსიტროს ყოფილმა ხელმძღვანელმა ლევან იზორიამ უმასპინძლა. ირაკლი ღარიბაშვილს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებსა და საერთაშორისო მისიებში დაღუპულ გმირთა მემორიალთან დახვდნენ. საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შესრულების შემდეგ, მოქმედმა და ყოფილმა თავდაცვის მინისტრებმა, ასევე თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა გაცნობითი შეხვედრა გამართეს. ირაკლი ღარიბაშვილმა სამინისტროში განხორციელებული პროექტების შესახებ ინფორმაცია მიიღო და უწყების თანამშრომლებს საკუთარ პრიორიტეტები და გეგმები გააცნო.

საქართველოს პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე საქართველოს განახლებულ შემადგენლობასა და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ნდობა გუშინ ერთხმად გამოუცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system