თავში

თავდაცვის სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს

თავდაცვის სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს
თავდაცვის სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელთან, როზარია პუგლისთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. 

ჯუანშერ ბურჭულაძემ როზარია პუგლისის საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერისთვის, ასევე NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ჩართულობით ალიანსთან თანამშრომლობის გაღრმავებისთვის მადლობა გადაუხადა. 

მინისტრმა მას სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო NATO-სთან თანამშრომლობის მიმდინარე საკითხებსა და სამომავლო გეგმებს.

მხარეებმა განიხილეს NATO- სთან თავსებადობის გაზრდის კუთხით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯები და თანამშრომლობის პრაქტიკული მექანიზმები. ყურადღება გამახვილდა NATO-საქართველოს განახლებული არსებითი პაკეტით (SNGP Refresh) გათვალისწინებული ინიციატივების განხორციელების საკითხებზეც.

NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელის თანამდებობაზე როზარა პუგლისმა იულიამ ლაჰიუ 2018 წელს შეცვალა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system