თავში

თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს - PHOTO

თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს - PHOTO

საქართველოს თავდაცვის ძალების ევროპული სტანდარტის, გერმანული ფეხსაცმლით მომარაგების პროცესი წარმატებით დასრულდა. აღნიშნულ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

“ქართველი სამხედროები უკვე სრულად არიან აღჭურვილი უმაღლესი ხარისხის, მსოფლიო ბრენდის მიერ წარმოებული სამხედრო ფეხსაცმლით. თავდაცვის ძალების საწყობებში მაღალყელიანი სამხედრო ფეხსაცმლის მარაგები შეიქმნა. უმაღლესი ხარისხის, ნატოს წამყვანი ქვეყნების სტანდარტის ბათინკები ევროკავშირში, მაღალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციური სისტემების მქონე საწარმოშია წარმოებული.

თავდაცვის მინისტრის ინიციატივით, თავდაცვის ძალების 29 წლიანი ისტორიის განმავლობაში პირველად, სამხედროები უმაღლესი სტანდარტის ფეხსაცმლით არიან უზრუნველყოფილნი. წყალგამძლე, ქარგაუმტარი და ჰაერგამტარი ფეხსაცმელი წარმოებულია ევროკავშირში მაღალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციური სისტემების მქონე საწარმოში, რომელიც ასევე ამარაგებს გერმანიის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის და ნატოს სხვა წამყვანი ქვეყნების შეიარაღებულ ძალებს.”– წერია უწყების ოფიციალურ განცხადებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system