თავში

თავდაცვის სამინისტრო კორონავირუსის პრევენციისთვის შეზღუდვებს აწესებს

თავდაცვის სამინისტრო კორონავირუსის პრევენციისთვის შეზღუდვებს აწესებს
თავდაცვის სამინისტრო კორონავირუსის პრევენციისთვის შეზღუდვებს აწესებს

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით სპეციალური ბრძანება გამოსცა.

როგორც Report.ge-ს სამინისტროდან აცნობეს, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, თავდაცვის უწყების ის თანამშრომელი, რომელიც ბოლო ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა ჩინეთში, სამხრეთ კორეაში, ირანსა და იტალიაში, სამსახურში არ გამოცხადდებიან ორი კვირის განმავლობაში.

„ბრძანება გავრცელდება იმ პირებზეც, რომლებიც უახლესი ორი კვირის განმავლობაში აღნიშნულ ქვეყნებში ვიზიტს გეგმავენ. მინისტრის ბრძანებით, მათ შრომითი ანაზღაურება შეუნარჩუნდებათ. გადაიდო ან გაუქმდა ჩინეთში, სამხრეთ კორეაში, ირანსა და იტალიაში დაგეგმილი სამსახურეობრივი მივლინებებიც“, – აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში. 

ცნობისთვის, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი იზრდება.  

საქართველოში ამ დროისთვის, კორონავირუსის სამი შემთხვევაა დადასტურებული. 

პირველი, საქართველოს მოქალაქეს დაუდგინდა, რომელიც 50 წლამდე მამაკაცია და ქვეყანაში ირანიდან შემოვიდა.

მეორე 31 წლის ქალია, რომელიც ასევე საქართველოს მოქალაქეა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში იტალიიდან ჩამოფრინდა.

მესამე ინფიცირებული მამაკაციც საქართველოს მოქალაქეა, რომელიც ირანში იმყოფებოდა. 

დღეს, კი, ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსი იტალიაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეს დაუდასტურდა.

კარანტინში დაკვირვების ქვეშ იმყოფება 150-მდე ადამიანი, ისინი განთავსებული არიან სხვადასხვა საკარანტინო სივრცეებში. ესენია: აბასთუმანი, საჩხერე, ტუბ-საავადმყოფოს ცენტრალური ბავშვთა განყოფილება, კლინიკა ვივამედი. ასევე იღებს საკარანტინოდ და შესაძლებელია მონიტორინგი გორის სამხედრო ჰოსპიტალსა და ცენტრალურ რესპუბლიკურ საავადმყოფოში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system