თავში

თავი კვლავ პრეზიდენტი ჰგონია, სინამდვილეში ერთი რიგითი პატიმარია - წულუკიანი

თავი კვლავ პრეზიდენტი ჰგონია, სინამდვილეში ერთი რიგითი პატიმარია - წულუკიანი
თავი კვლავ პრეზიდენტი ჰგონია, სინამდვილეში ერთი რიგითი პატიმარია - წულუკიანი

კულტურის მიინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, კარგი იქნება, თუ მიხეილ სააკაშვილი გაიაზრებს, რომ ერთი რიგითი პატიმარია და პრეზიდენტი აღარ არის. 

მან სააკაშვილის ადვოკატებს, რომ რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც ექსპრეზიდენტი მოათავსეს, სასჯელი მოიხადა არაერთმა მაღალჩინოსანმა.

"სამედიცინო პერსონალი როდესაც მიიჩნევს, რომ მკურნალობის კურსი არის დასრულებული, პატიმარს არავინ ეკითხება, რომელ დაწესებულებაში მოიხდის სასჯელს. ასე იყო ყოველთვის, ყველა პატიმრის შემთხვევაში და ასეა ამ პატიმრის შემთხვევაშიც. მას შემდეგ, რაც ე.წ. მატროსოვის ციხე გაუქმდა, მინდა, ადვოკატებს შევახსენო, რომ ნომერ მეთორმეტე დაწესებულებაში მოიხადეს სასჯელი ბატონმა ვანო მერაბიშვილმა, არაერთმა მაღალჩინოსანმა, ამ საპატიმროში იხდის სასჯელს დღემდე ბაჩო ახალაია, რომელმაც წინა ხელისუფლების დროს ბევრი რამ დააშავა. შესაბამისად, არაფერი არაორდინალური აქ არ ხდება გარდა იმისა, რომ სახეზეა ერთი კონკრეტული პატიმრის კაპრიზები, ახირებები. მას კვლავ გონია, რომ პრეზიდენტია და მის ბრძანებებს ვინმე უნდა დაემორჩილოს. სინამდვილეში ის დღეს ერთი რიგითი პატიმარია," - განაცხადა თეა წულუკიანმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system