თავში

თავიდან ვიკითხე, ხომ ნამდვილად ბატონი გრიგოლის განცხადებაა-მეთქი - თაკო ჩარკვიანი

თავიდან ვიკითხე, ხომ ნამდვილად ბატონი გრიგოლის განცხადებაა-მეთქი - თაკო ჩარკვიანი
თავიდან ვიკითხე, ხომ ნამდვილად ბატონი გრიგოლის განცხადებაა-მეთქი - თაკო ჩარკვიანი

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის გრიგოლ ვაშაძის განცხადებასთან დაკავშირებით  პარტია "კანონი და სამართალის" თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი ამბობს, რომ აღნიშნულ მიმართვის შინაარსს არ იზიარებს.

"თავიდან, რომ არ მოგატყუოთ, ვიკითხე, რომ ხომ ნამდვილად ბატონი გრიგოლის განცხადებაა-მეთქი, იმიტომ, რომ მე აქამდე არ მომისმენია მსგავსი პოზიცია. არ ვეთანხმები ბატონი გრიგოლის ამ განცხადებას, ერთმნიშვნელოვნად არ ვეთანხმები, ვინაიდან, დიალოგის და სამართლებრივი მოქმედების მომხრე ყოველთვის არის ოპოზიცია, მაგრამ არასამართლებრივ მოქმედებაში შეყვე ხელისუფლებას, ეს სრულიად სხვა რამ არის," - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

ცნობისთვის, გრიგოლ ვაშაძემ ცოტა ხნის წინ პოლიტიკურ პარტიებს მიმართა და განაცხადა, რომ პროცესი სასწრაფოდ უნდა გადაიტანონ მოლაპარაკების მაგიდასთან და ქუჩა, საკანონმდებლო ორგანოს ტრიბუნით ჩანაცვლდეს.

"ნაციონალურ მოძრაობაში" კი განაცხადეს, რომ მიმართვის შესახებ მედიიდან შეიტყვეს და გრიგოლ ვაშაძეს განცხადება პარტიასთან არ შეუთანხმებია.  

ამის შემდეგ ვაშაძემ საკუთარი განცხადების შესახებ დამატებითი განმარტება გაავრცელა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system