თავში

"თავისუფალი საქართველოს" წარმომადგენლები გლდანში ამომრჩეველს შეხვდნენ

"თავისუფალი საქართველოს" წარმომადგენლები გლდანში ამომრჩეველს შეხვდნენ
თავისუფალი საქართველოს წარმომადგენლები გლდანში ამომრჩეველს შეხვდნენ

"თავისუფალი საქართველოს" წარმომადგენლები გლდანში ამომრჩევლებს შეხვდნენ. კახა კუკავას განცხადებით, უკვე ერთ წელზე მეტია, რაც ათასობით ადამიანი „თავისუფალი საქართველოს“ მიერ შემუშავებული „იაფი მედიკამენტების პროგრამით“ სარგებლობს, უამრავი ოჯახი კი მევახშეებისგან გამოსახლებას გადაურჩა.

ქვეყანაში წინასარჩევნო ციებ-ცხელებაა, პარტიები მილიონობით თანხას ხარჯავენ იმისთვის, რომ თავიანთი რეკლამირებული დაპირებებით მოვიდნენ თქვენამდე, ჩვენ ასეთი თანხები არ გაგვაჩნია, სამაგიეროდ, ჩვენ გვაქვს საკუთარი ქვეყნისა და ქართველი ხალხის სიყვარული, რომელსაც არა რეკლამებით, არამედ მიღწეული შედეგებით ვდეკლარირებთ და ეს ძალიან კარგად იციან ჩვენმა მხარდამჭერებმა. ყველამ შესანიშნავად იცის ისიც, რომ ჩვენი პარტიის წევრები არასოდეს ყოფილან მმართველ ხელისუფლებაში, მათ არასოდეს ჰქონიათ დიდი ბიზნესი, სამაგიეროდ, ეს ყველაფერი გააჩნდათ და გააჩნიათ იმ პარტიებსა და ადამიანებს, რომლებიც მათგან გაკოტრებულ ამომრჩევლებს, დღეს ისევ ურცხვად სთხოვენ საარჩევნო ხმებს, ამიტომაც „თავისუფალი საქართველო“ კიდევ ერთხელ მოუწოდებს საზოგადოებას სწორი არჩევანის გაკეთებისკენ, სხვა შემთხვევაში ამ მოჯადოებული წრიდან გამოსვლა შეუძლებელი იქნება“, - აღნიშნა კუკავამ.

„თავისუფალი საქართველო“ წინასაარჩევნო შეხვედრას ხვალ ვაზისუბნის მოსახლეობასთან გამართავს, მოგვიანებით კი პარტიის ლიდერები ტაბახმელაში მცხოვრებ მხარდამჭერებს შეხვდებიან.

აღნიშნულ კომენტარს „თავისუფალი საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system