თავში

"თავისუფლება მიშას" - ქუთაისის მერიასთან ხმაურია

"თავისუფლება მიშას" - ქუთაისის მერიასთან ხმაურია
თავისუფლება მიშას - ქუთაისის მერიასთან ხმაურია

ახალგაზრდა აქტივისტები, მოძრაობის "ჩვენ გავათენებთ" წევრები რომლებიც უკვე 10 დღეა სარფიდან რუსთავის ციხის მიმართულებით აქცია-მსვლელობას მართავენ, დღეს ქუთაისის მერიასთან მივიდნენ.

მათ საქართველოს მესამე პრეზიდენტის პატიმრობა გააპროტესტეს. 

"მიხეილ სააკაშვილი არის პუტინის პირადი პატიმარი და მან დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს რუსთავის რუსული ციხე", - თქვა აქციის მონაწილემ. 

აქტივისტებმა მერიის შენობასთან წარწერით - "თავისუფლება მიშას" სტენსილის გაკეთებაც სცადეს, თუმცა მთ პოლიციამ ამის საშუალება არ მისცა, რასაც ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა.

პოლიციამ ადგილიდან სამი პირი გაარიდა. 

ამასთან, აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა პირმა, რომელმაც თქვა, რომ პოლიციელია, ბანერი და საღებავი მოპარა.

"ბოცას მონა, ქურდო, ქურდო, ჩვენი ნივთები დააბრუნეთ" - ისმოდა შეძახილები დაპირისპირებისას. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system