თავში

თავისუფლების მოედანზე ოპოზიციის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

თავისუფლების მოედანზე ოპოზიციის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
თავისუფლების მოედანზე ოპოზიციის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

თბილისში, თავისუფლების მოედანზე ოპოზიციის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაა. აქციას მხარდამჭერები რეგიონებიდანაც შეუერთდნენ.

ამ წუთებში, აქციაზე სიტყვით გამოდის  "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ნიკა მელია, რომელიც ოპოზიციის სამოქმედო გეგმაზე საუბრობს.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხიდან გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხიდან ვერტმფრენით გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაჰყავდათ.

გაუარესებული ანალიზების გამო, კონსილიუმმა ექსპრეზიდენტის კლინიკაში გადაყვანის გადაწყვეტილება დღეს მიიღო.

შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პირველ ოქტომბერს დააკავეს.

მიხეილ სააკაშვილი 39 დღეა შიმშილობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system