თავში

თავს თუ შეიკავებენ, იქნება ძალიან კარგი - ელისაშვილი პრაიდზე

თავს თუ შეიკავებენ, იქნება ძალიან კარგი - ელისაშვილი პრაიდზე
თავს თუ შეიკავებენ, იქნება ძალიან კარგი - ელისაშვილი პრაიდზე

მოქალაქეების ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, პრაიდის კვირეული "ზიზღის ტალღის აგორების და პრორუსული ძალების გამოცოცხლების გარდა" სხვა შედეგს ვერ მოიტანს, შესაბამისად, ელისაშვილი ფიქრობს, რომ უმჯობესია, ორგანიზატორებმა ღონისძიების ჩატარებისგან თავი შეიკავონ.  

"რატომ მართავენ ამ პრაიდს, რომელსაც სიძულვილის, ზიზღის ტალღის აგორების და პრორუსული ძალების გამოცოცხლების გარდა არაფერი შედეგი არ აქვს, ამას ვერ ვხვდები უბრალოდ, თავს თუ შეიკავებენ ხოლმე იქნება ძალიან კარგი", - ამბობს ელისაშვილი.

1-ლიდან 5 ივლისის ჩათვლით თბილისში ღირსების კვირეული ტარდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system