თავში

"თავს ვალდებულად ვთვლი, რომ ეს პროცესი დავიწყო" - პრეზიდენტი

"თავს ვალდებულად ვთვლი, რომ ეს პროცესი დავიწყო" - პრეზიდენტი
თავს ვალდებულად ვთვლი, რომ ეს პროცესი დავიწყო - პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში პოლიტიკურ პარტიებთან წინასაახალწლო შეხვედრაზე განაცხადა, რომ თავს ვალდებულად თვლის, შერიგების პროცესი დაიწყოს.

"ის სამი წელი რაც დამრჩა, თავს ვალდებულად ვთვლი, რომ ეს (შერიგების) პროცესი დავიწყო. ამ პროცესზე ვიყო პასუხისმგებელი. ამის იქით არ მაქვს არანაირი პოლიტიკური ამბიცია. მაქვს ერთი ამბიცია, რომ როგორც შემიძლია დავეხმარო ამ ქვეყანას, დაგეხმაროთ თქვენ და დავეხმარო საზოგადოებას, რომ დავიწყოთ ამ მდგომარეობიდან გამოსვლა... ყველა დარგი არის პოლარიზებული. დაიწყება კონსულტაციები, ყველა სფეროს მონაწილეობით", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილმა შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინიციატივით გამართულ დემოკრატიის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ის პოლარიზაციის, სიძულვილისა და დაყოფის დასაძლევად ეროვნული მასშტაბის ინკლუზიურ პროცესს წამოიწყებს, სადაც მთელი საზოგადოება იქნება ჩართული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system