თავში

თავში ქვა უხლიათ, რაც უნდათ ის გააკეთონ - კობახიძე

თავში ქვა უხლიათ, რაც უნდათ ის გააკეთონ - კობახიძე
თავში ქვა უხლიათ, რაც უნდათ ის გააკეთონ - კობახიძე

ოპოზიციის განცხადებას, რომ მოსამართლეების დანიშვნისა და შარლ მიშელის შეთანხმების შეუსრულებლობის შემთხვევაში დღის წესრიგში შესაძლოა დადგეს ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციების, როგორც ზეწოლის მექანიზმის გამოყენების საკითხი, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე პასუხობს. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ სანქციებს თავად ოპოზიცია უნდა ელოდოს, რომელიც შეთანხმებას არ ასრულებს:

"ჩვენ დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ბუნებრივია ვერ და არ გადაიხედება. ტყუილია, რომ ჩვენი მოქმედება ეწინააღმდეგება მიშელის დოკუმენტს, პირიქით ვმოქმედებთ ზუსტად მიშელის დოკუმენტის შესაბამისად - ეს ერთი და მეორე - ხალხი დაიღალა, საზოგადოება დაიღალა ამ მუდმივი საუბრებით შესვლაზე-გამოსვლაზე, ხან შედიან, ხან გამოდიან, თავში ქვა უხლიათ, რაც უნდა გაუკეთებიათ. სანქციებს დაელოდოს ოპოზიცია," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system