თავში

თბილისი აღარ არის ისეთი, როგორიც 4 წლის წინ იყო - კალაძე

თბილისი აღარ არის ისეთი, როგორიც 4 წლის წინ იყო - კალაძე
თბილისი აღარ არის ისეთი, როგორიც 4 წლის წინ იყო - კალაძე

ამ ქალაქში ერთად ვცხოვრობთ სხვადასხვა ეროვნების, სხვადასხვა აღმსარებლობის, საქართველოს სხვადასხვა კუთხის შვილები. ჩვენ გვაქვს სხვადასხვა ღირებულება, სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულება, მაგრამ გვაქვს ერთი, რაც ყველას გვაერთიანებს. ეს არის ჩვენი ქალაქის სიყვარული და სურვილი, რომ თბილისი იყოს უკეთესი, ვიდრე იყო გუშინ და ვიდრე არის დღეს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის ურბანული განვითარების პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებულ პროექტებსა და ღონისძიებებზე ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, გარკვეული მიმართულებით თბილისში არის არსებითი წინსვლა და საამაყო მიღწევები, თუმცა რჩება გამოწვევები. კალაძის მტკიცებით, ქალაქში იმაზე მეტის გაკეთება შეძლო, ვიდრე ამას მისი საარჩევნო პროგრამა ითვალისწინებდა. 

როგორც დედაქალაქის მერმა განაცხადა, თბილისი აღარ არის ისეთი, როგორიც 4 წლის წინ იყო. 

„მე, ჩემს გუნდთან ერთად, უკანასკნელი წლების განმავლობაში ყველაფერს ვაკეთებდი და გავაკეთებ, რათა ჩვენი, სიცოცხლით სავსე ქალაქი კიდევ უფრო გავალამაზოთ, განვავითაროთ და დავამშვენოთ.

ალბათ გახსოვთ, 2017 წელს ჩვენ თბილისის არჩევნებზე წარვდექით კონკრეტული პროგრამით, რომელიც 7 ძირითად პოლიტიკაში იყო ასახული. ამ პროგრამული დაპირებების შესასრულებლად უკანასკნელი წლების განმავლობაში დიდი ძალისხმევა გავწიეთ. პრაქტიკულად ყველა მიმართულებით გვაქვს საამაყო მიღწევები, რიგი მიმართულებით იმაზე მეტიც შევძელით, ვიდრე ამ პროგრამის შექმნისას წარმოგვედგინა და ვიდრე საზოგადოებას ვპირდებოდით.

გარკვეული მიმართულებით გვაქვს არსებითი წინსვლა, თუმცა გვრჩება გამოწვევები, რომლებსაც ერთად აუცილებლად დავძლევთ. ყველანი დამეთანხმებით, რომ თბილისი აღარ არის ისეთი, როგორიც ოთხი წლის წინ იყო და ჩვენი გუნდის მიერ განხორციელებული შვიდი ძირითადი პოლიტიკის შედეგები ქალაქზე დადებითად აისახა. ამ ყველაფერს, დარწმუნებული ვარ, ხედავს და სწორად აფასებს თბილისის მოსახლეობა, რომელსაც დაპირებები მივეცი და დღეს ვიწყებთ ამ დაპირებების შესახებ ანგარიშის ჩაბარებას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system