თავში

"თბილისი დავიბრუნეთ" - ბადრი ჯაფარიძე

"თბილისი დავიბრუნეთ" - ბადრი ჯაფარიძე
თბილისი დავიბრუნეთ - ბადრი ჯაფარიძე

თბილისი დავიბრუნეთ, - ამის შესახებ "ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ ეგზიტპოლების შეგედების გაცნობის შემდეგ განაცხადა. 

მისივე თქმით, ახლა მნიშვნელოვანია ყველა უბანზე ხმები იყოს მაქსიმალურად დაცული. 

"ქართული ოცნება" დამარცხებულია თბილისში. ახლა ჩვენ გვჭირდება ყველა ხმის დაცვა, "ოცნება" შეეცდება ყველანაირი ხრიკებით, შეცვალოს შედეგები, რაც არ გამოუვათ, რადგან დამაჯერებლად იგებს ოპოზიცია თბილისში, სხვა ქალაქებშიც ასეთი ვითარება გვექნება. ეს არის ფაქტი, ჩვენ თბილისი დავიბრუნეთ და ახლა გვჭირდება ზუსტად მივიღოთ ის შედეგი, რომელიც ხალხის ნებიდან გამომდინარე გვეკუთვნის ოპოზიციას",- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

სამმა ტელეკომპანიამ, "იმედმა", "მთავარმა არხმა" და "ფორმულამ" საარჩევნო ეგზიტპოლების შედეგები გამოაქვეყნა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system