თავში

თბილისის მერი არ უნდა იყოს არც ერთი პარტიის წარმომადგენელი - მამუკა ხაზარაძე

თბილისის მერი არ უნდა იყოს არც ერთი პარტიის წარმომადგენელი - მამუკა ხაზარაძე
თბილისის მერი არ უნდა იყოს არც ერთი პარტიის წარმომადგენელი - მამუკა ხაზარაძე

თბილისის მერი არ უნდა იყოს არც ერთი პარტიის წარმომადგენელი, ის უნდა იყოს მეურნე ადამიანი, – ამის შესახებ "ლელოს საქართველოსთვის" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე აცხადებს.

ხაზარაძე ოპოზიციურ პარტიებს სთავაზობს ადგილობრივ არჩევნებზე ლიდერებმა უარი უნდა თქვან მერობის პოსტზე საკუთარი კანდიდატურის წამოყენებაზე.

"დღეს პირველად მომიწევს ჩემი და "ლელოს" იდეის გაჟღერება. მინდა კრგად ავხსნა, რა პოზიცია გვაქვს ამასთან დაკავშირებით.

ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი სხვანაირად ვიდრე აქამდე ვაკეთებდით, მხედველობაში მყავს ოპოზიცია. დავისახოთ რამდენიმე კონკრეტული მიზანი. სტრატეგიული, შემოდგომის არჩევმების მიზანი, არის ის რომ "ქართულმა ოცნებამ" 43% ვერ დააგროვოს. ეს არის სტრატეგიული მიზანი რადგან 2022-ში ქვეყანაში დაინიშნოს რიგგარრშე საპარლამენტო არჩევნები.

ეს არის საშუალება იმისა, რომ ქვეყანას მოევლინოს კოალიციური მთაბრობა და ამ კოალიციური მთავრობის პირობებში ქვეყანამ დადოს ქვეყნის განვითარების მნიშვმელოვანი, სტრატეგიული გეგმა.

ჩვენ ძალიან სერიოზული გამოცდა გველოდება შემოდგომაზე. ვფიქრობ ჩვენი ფორმულა არის შემდეგი. ჩვენ უნდა ჩავატაროთ გენერალური რეპეტიცია, ადგილობრივ არჩევმებზე და ჩვენს ამომრჩეველს ვაჩვენოთ, თუ როგორ შეიძლება თბილისის მაგალითზე ჩვენ კოალიციური მმართველობა გვქონდეს.

ამ ყველაფრისთვის საჭიროა, ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა უარი თქვან საკუთარი კანდიდატურის წამოყენებაზე მერობის პოსტზე. თუ მხოლოდ თბილისის განლაგებას ავიღებთ, ეს არუნდა იყოს ერთი მოცემულობა რომერთმა ოპოზიციური პარტიოს ლიდერმა დაუჭიროს მეორე ოპოზიციური პარტიოს ლიდერს მხარი. ეს არ იმუშავებს და ჩვენ დავკარგავთ იმ ამომრჩეველს რომელიც ოპოზიციურად არის განწყობილი

გამოსავალი არის შემდეგი - თბილისი უფრო მეტია ვიდრე პოლიტიკა. თბილისს სჭირდება ძალიან სერიზული განვითარების გეგმა. ამაში არ ვგულისხმობ ლურჯი ან ყვითელი ავტობუსების ჩამოყვანას. დაიღალა ხალხი იმის მოსმენით, რომ კიდევ ახალი ავტობუსები ჩამოდის ქალაქში.

თბილისს უნდა დაუბრუნდეს ფუნქცია, საერთაშორისო მნიშვნელობის ქალაქად უნდა ვაქციოთ თბილისი, უამრავი პარამეტრის მიხედვით. თბილისის თავი, ანუ მერი, არ უნდა იყოს არცერთი პარტიის წარმომადგენელი, ის უნდა იყოს მეურნე ადამიანი.

მეურნე ადამიანი, რომელსაც მთელი ოპოზიციური სპექტრი, დაუდგება გვერდში და დაეხმარებიან იმ პროგრამის განხორციელებაში, რომელსაც ოპოზიციური პარტიები ერთობლივად შეიმუშავებენ. სხვა შემთხვევაში იქმნება ალიაქოთი და დაპირისპირება.

ჩვენ გვავიწყდება მთავარი, ჩვენი ქალაქი, მისი ქუჩა, მოშიმშილე ბავშვები, დაბინძურებული მტკვარი. ამ ყველაფერს ერთი პარტიის ძალისხმევა და ერთი ლიდერი არ ეყოფა, თუ ძალები არ გავაერთიანეთ.

მეურნე ადამიანი უნდა იყოს ზეპარტიული, ან ძალიან დიდი კომპანიოს ხელმძღვანელი, ან უცხოეთში ჩვენი, რომელიმე წარმატებული ადამიანი, რომელსაც ვეტყვით, რომ ჩვენ დავუდგებით გვერდში, გეგმას დავდებთ და ერთხელ პრეცენდენტს დავუშვებთ რომ გავაკეთებთ საქმეს, როგორც არ ვაკეთებდით 30 წლის განმავლობაში.

მე მინდა მივმართო ყველა ოპოზიციონერ ლიდერს და პარტიას, რომ მოდით ამ იდეის გარშემო დავიწყოთ ფიქრი. ჩემთვის მთავარი მერობა კი არ არის, ჩემთვის მთავარია რა შეგვიძლია ჩვენ ამ ქალაქისთვის გავაკეთოთ",- აცხადებს ხაზარაძე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system