თავში

"თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი" ბადრი ჯაფარიძეს პასუხობს

"თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი" ბადრი ჯაფარიძეს პასუხობს
თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი ბადრი ჯაფარიძეს პასუხობს

"თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი" განცხადებას ავრცელებს და "ლელოს" ლიდერს, ბადრი ჯაფარიძეს პასუხობს. 

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მათი ბანერების განთავსების საკონტრაქტო ვადა 19 ივნისს ამოიწურა და "თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის" განერებიც სწორედ ამ მიზეზით ჩამოხსნეს. 

"გვსურს, გამოვეხმაუროთ პოლიტიკური პარტია „ლელოს“ მიერ გავრცელებულ მცდარ ინფორმაციას, თითქოს „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ბანერების ნაცვლად, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო პლაკატები განთავსდა.

თბილისის მერიის მიერ დაფინანსებული პროექტის, „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ მიერ შპს „ალმასთან“, საინფორმაციო სარეკლამო მასალების გარე კონსტრუქციებზე განთავსების მომსახურების შესახებ კონტრაქტი გაფორმდა. რომლის თანახმად, აღნიშნული პროექტის სარეკლამო ბანერები 2021 წლის 20 აპრილიდან, ამავე წლის 19 ივნისამდე უნდა განთავსებულიყო. ამ მიზნით, „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ ორგანიზაცია „ალმასგან“ ყოველთვიურად, 275 კვადრატული მეტრი ფართობის სარეკლამო სივრცეს ქირაობდა. ვინაიდან, 2021 წლის 19 ივნისს, მათ შორის დადებული კონტრაქტი დასრულდა, „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ბანერები ჩამოიხსნა და ამაზე პასუხისმგებელი შპს „ალმა“ გახლავთ.

აღსანიშნავია, რომ „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ UNESCO-ს პროექტია, რომელიც თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება" - აღნიშნულია განცხადებაში. 

ცნობისთვის, „ლელოს“ გენერალური მდივანი, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი ბადრი ჯაფარიძე პროექტის - „თბილისი წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ - შესახებ არსებული საინფორმაციო ბანერების ჩამოხსნას და მის ნაცვლად, კახა კალაძის ბანერების განთავსებას გამოეხმაურა და თქვა, რომ აღნიშნული ფაქტი დღევანდელი ხელისუფლების პრიორიტეტების დემონსტრირებაა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system