თავში

თბილისის მერმა გამგებლობის ახალი კანდიდატები წარადგინა

თბილისის მერმა გამგებლობის ახალი კანდიდატები წარადგინა
თბილისის მერმა გამგებლობის ახალი კანდიდატები წარადგინა

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ვაკის, კრწანისის, გლდანისა და დიდუბის რაიონების გამგებლობის კანდიდატები წარადგინა. საკადროცვლილებების შესახებ თბილისის მერმა მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, ვაკის რაიონის გამგებლის თანამდებობაზე დავითკვინიკაძის კანდიდატურაა წარდგენილი.

„ვაკის რაიონში გამგებელი იყო ნოდარ ტურძელაძე, რომელიც საქმიანობას პარლამენტში განაგრძობს. მინდა, მას წარმატება ვუსურვო. ვაკის რაიონის გამგებლის თანამდებობაზე დავით კვინიკაძის კანდიდატურას წარმოვადგენ, რომელიც მთელი ამ წლების განმავლობაში, ვაკის გამგებლის მოადგილე იყო" - აღნიშნა კალაძემ. 

თბილისის მერმა კრწანისის რაიონის გამგებლად ბექა მიქაუტაძის კანდიდატურა წარადგინა, რომელიც ამ დრომდე, გლდანის რაიონის გამგეობას ხელმძღვანელობდა.

„ლევან ჯაფარიძე, რომელიც აღნიშნულ რაიონს ხელმძღვანელობდა, ამჟამად, საკრებულოში საქმიანობს. კრწანისის გამგებლად მინდა წარვადგინო ბექა მიქაუტაძის კანდიდატურა, რომელიც აქამდე გლდანის რაიონის გამგებელი იყო. ის არის სახელმწიფო მმართველობის მაგისტრი, აქვსმრავალფეროვანი და მრავალწლიანი სამსახურებრივი გამოცდილება,როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის, ისე საკანონმდებლო ორგანოში და საერთაშორისო ინსტიტუტებში მუშაობის" - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

რაც შეეხება გლდანს, აღნიშნულ რაიონს ლევან ნაროუშვილი უხელმძღვანელებს, რომელიც ამ დრომდე, გამგებლის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

„გლდანის რაიონში მინდა წარვადგინო ლევან ნაროუშვილის კანდიდატურა - განათლებით ეკონომისტი, მენეჯმენტისა და ეკონომიკის მაგისტრი. ის დღემდე გლდანის გამგებლის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. ჩართულია ყველა იმ პროექტში, რომელიც გლდანის რაიონში დღემდე განხორციელდა" - განაცხადა კახა კალაძემ.

დიდუბის რაიონის გამგეობას ირმა ზავრადაშვილის ნაცვლად, ლევან ჯღარკავა უხელმძღვანელებს, რომელიც თბილისის მუნიციპალური ინსპექციის უფროსის თანამდებობას იკავებდა.

„მინდა, დიდუბის რაიონის გამგებლის პოზიციაზე წარმოგიდგინოთ ლევან ჯღარკავა, რომელიც აქამდე მუნიციპალურ ინსპექციას ხელმძღვანელობდა. მანამდე იყო „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელი. არისძალიან ეფექტიანი მენეჯერი -სპეციალობით იურისტი “, - აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ყველა მათგანს მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა, მოსახლეობასთან ყოველდღიურ რეჟიმში კომუნიკაცია, პროექტებში ჩართულობა და მათი მოსაზრებების მაქსიმალურად გათვალისწინება დაავალა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system