თავში

თბილისის მერობაზე კალაძის კანდიდატურაც განიხილება - ვოლსკი

თბილისის მერობაზე კალაძის კანდიდატურაც განიხილება - ვოლსკი
თბილისის მერობაზე კალაძის კანდიდატურაც განიხილება - ვოლსკი

თბილისის მერობაზე კახა კალაძის კანდიდატურაც განიხილება, - ამის შესახებ უმრავლესობის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა. 

ვოლსკის თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით, უმრავლესობას უმოკლეს პერიოდში ვრცელი განცხადებები და კომენტარები ექნება. 

"უმრავლესობაში რასაკვირველია, მიდის მსჯელობა. გიდასტურებთ, განიხილება კახა კალაძის კანდიდატურაც მათ შორის. თუმცა, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ ამ თემასთან დაკავშირებით ვრცელი კომენტარები და განცხადებები გვექნება უმოკლეს პერიოდში, როცა გუნდის ყველა წევრი იქნება შეთანხმებული, ავწონ- დავწონით სიტუაციას, შევაფასებთ შექმნილ ვითარებას", - განაცხადა ვოლსკიმ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system