თავში

თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია უნდა იყოს - ზაალ უდუმაშვილი

თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია უნდა იყოს - ზაალ უდუმაშვილი
თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია უნდა იყოს - ზაალ უდუმაშვილი

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ზაალ უდუმაშვილი აცხადებს, რომ მისი აზრით, თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია უნდა იყოს. 

უდუმაშვილის თქმით, ნიკა მელია საუკეთესო კანდიდატია, თუმცა ამ საკითხზე ჯერ კონსულტაციები უნდა შედგეს სხვა ოპოზიციურ პარტიებთანაც. 

"ვერ გეტყვით ახლა ვერაფერს, მაგრამ ჩემი პირადი პოზიციაა, რომ თუ დღეს ვინმეზე შეიძლება იყოს საუბარი, რომ იყოს თბილისის მერობის კანდიდატი, რა თქმა უნდა, ეს უნდა იყოს ნიკა მელია, რადგან არის პოლიტიკოსი, რომელსაც შესწევს ძალა, დაამარცხოს "ქართული ოცნების" ნებისმიერი კანდიდატი, ვინც არ უნდა იყოს, თუმცა ეს საკითხი დღევანდელ დღის წესრიგში არ არის, ვიდრე ჩვენ არ გავივლით კონსულტაციებს სხვა ოპოზიციურ პარტიებთან", - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system