თავში

თბილისში, აქციას გორიდანაც შეუერთდებიან

თბილისში, აქციას გორიდანაც შეუერთდებიან
თბილისში, აქციას გორიდანაც შეუერთდებიან

თბილისში დაგეგმილ აქციას, მოქალაქეები გორიდანაც შეუერთდებიან. ამ წუთებში ისინი გორში, "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან იკრიბებიან და თბილისში გასამგზავრებლად ემზადებიან.

როგორც "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ანი ბალიაშვილმა განაცხადა, ამ ხელისუფლებამ უკვე ამოწურა საკუთარი რესურსი და მისი მკვეთრად გამოხატული პრორუსული კურსი, მოსახლეობის გაღიზიანებისა და პროტესტის საფუძველი გახდა.

"შიდა ქართლის მოსახლეობა განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ერთდება დღევანდელ აქციას, რადგან სწორედ ჩვენ ვიცით ყველაზე კარგად რას ნიშნავს ოკუპაცია, ყოველდღიურად ადამიანების გატაცება მიმდინარეობს საოკუპაციო ზოლთან მდებარე სოფლებიდან და ყოველდღიურად გვტაცებენ მიწას რუსი ოკუპანტები. შესაბამისად, ამ ხელისუფლების მკვეთრად პრორუსული კურსი არის ჩვენი მოსახლეობის გაღიზიანებისა და პროტესტის საფუძველი. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვუერთდებით მოქალაქეებთან ერთად ამ აქციას, რადგან მიგვაჩნია, რომ ამ ხელისუფლებამ უკვე ამოწურა საკუთარი საკუთარი რესურსი, როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე", - განაცხადა ანი ბალიაშვილმა.

ცნობისთვის, დღეს, 26 თებერვალს 13 საათზე ოპოზიციის საპროტესტო აქცია-მსვლელობა "თავისუფლებისთვის" დაიწყება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system