თავში

თბილისში, აქციას ქუთაისიდანაც შეუერთდებიან

თბილისში, აქციას ქუთაისიდანაც შეუერთდებიან
თბილისში, აქციას ქუთაისიდანაც შეუერთდებიან

დღეს, თბილისში დაგეგმილ საპროტესტო აქციას, მოქალაქეები იმერეთის რეგიონიდანაც შეუერთდებიან. ავტოკოლონა ქუთაისიდან უკვე დაიძრა.

როგორც "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გიგა შუშანიამ განაცხადა, დღეს ყველა პატრიოტის ადგილი არის რუსთაველის გამზირზე ჩანიშნულ აქციაზე, რათა ქვეყანაში შეწყდეს პოლიტიკური ნიშნით დევნა და ჩაინიშნოს ვადამდელი არჩევნები.

"ჩვენ მიგვაჩნია, რომ ბრძოლის ხაზი ახლა გადის დედაქალაქში, რუსთაველის გამზირზე და ასობით ადამიანი, როგორც ქუთაისიდან, ასევე იმერეთის სხვა რეგიონებიდან მიდის და უერთდება აქციას. მთავარი მოთხოვნები რა თქმა უნდა რჩება ვადამდელი არჩევნები, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და პოლიტიკური დევნის შეწყვეტა ამ ქვეყანაში. დღეს, ყველა პატრიოტის ადგილი არ ის ამ აქციაზე", - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გიგა შუშანიამ.

ცნობისთვის, დღეს, 26 თებერვალს 13 საათზე ოპოზიციის საპროტესტო აქცია-მსვლელობა "თავისუფლებისთვის" დაიწყება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system