თავში

თბილისში ანძა და მშვიდობის ხიდი აზერბაიჯანის დროშის ფერებში განათდა - VIDEO

თბილისში ანძა და მშვიდობის ხიდი აზერბაიჯანის დროშის ფერებში განათდა
თბილისში ანძა და მშვიდობის ხიდი აზერბაიჯანის დროშის ფერებში განათდა - VIDEO

აზერბაიჯანის რესპუბლიკის შექმნის 102 წლისთავთან დაკავშირებით, თბილისში ანძა და მშვიდობის ხიდი აზერბაიჯანის დროშის ფერებში განათდა. 

1918 წლის 28 მაისს აზერბაიჯანის პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა შეიქმნა, რომლის დამოუკიდებლობის დეკლარაციას  ტიფლისში, მეფის ნაცვლის სასახლეში მოეწერა ხელი.

ეს იყო პირველი სეკულარული დემოკრატიული რესპუბლიკა მუსლიმურ აღმოსავლეთში.

დამოუკიდებლობის დეკლარაციას ხელი თბილისში მოეწერა. დოკუმენტის თანახმად, აზერბაიჯანი მეზობელ ქვეყნებთან და ხალხებთან მეგობრულ ურთიერთობებს ატარებდა, აზერბაიჯანულმა დემოკრატიულმა რესპუბლიკამ თანაბარი უფლებებით უზრუნველყო ყველა - განურჩევლად ეროვნული კუთვნილებისა, რელიგიისა, კლასისა და გენდერისა.

აზერბაიჯანი დემოკრატიული რესპუბლიკის დაფუძნებელი მამედ ემინ რასულზადე იყო.

1990 წელს 28 მაისი რესპუბლიკის დღედ გამოცხადდა.

1991 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, აზერბაიჯანმა დამოუკიდებლობა კვლავ გამოაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system