თავში

თბილისში, პრეზიდენტის რეზიდენციის მიმართულებით საპროტესტო მსვლელობა მოეწყო

თბილისში, პრეზიდენტის რეზიდენციის მიმართულებით
თბილისში, პრეზიდენტის რეზიდენციის მიმართულებით საპროტესტო მსვლელობა მოეწყო

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებმა და მხარდამჭერებმა, რესპუბლიკის მოედნიდან ათონელის ქუჩის მიმართულებით, პრეზიდენტის რეზიდენციამდე ავტომობილებით საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს. 

როგორც "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა, დღეს სალომე ზურაბიშვილი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით იწონებს თავს, რამდენიმე წლის წინ კი, საქართველოს ომის დაწყებაში ადანაშაულებდა. 

"სალომე ზურაბიშვილი დღეს რომ თავს იწონებს სტრასბურგში მიღებული გადაწყვეტილებით, ყველას შევახსენებ, რომ რამდენიმე წლის წინ პირდაპირ ადანაშაულებდა ჩვენს გმირებს და სამხედროებს აგრესიაში. ეს ის ქალბატონია, რომლის ნებისმიერი განცხადება ზიანის მომტანია სახელმწიფოსთვის. მან სერიოზული ზიანი მიაყენა ერთი განცხადებით საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობებს. მან საჯაროდ მადლობა მოუხადა თამარ ჟვანიას სანახევროდ ჩატარებული არჩევნებისთვის. ზოგადად ეს ქალბატონი ემსახურება არა საქართველოს, არამედ სხვა ქვეყნის ინტერესებს", – განაცხადა უდუმაშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system