თავში

თეა ახვლედიანმა არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას პატივი მიაგო

თეა ახვლედიანმა არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას პატივი მიაგო
თეა ახვლედიანმა არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას პატივი მიაგო

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატმა თეა ახვლედიანმა არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას პატივი მიაგო. თეა ახვლედიანი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდა, არჩილ ტატუნაშვილის საფლავი ყვავილებით შეამკო და ეროვნული გმირის ოჯახის წევრებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.

თეა ახვლედიანთან ერთად მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდნენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ალექსანდრე ხოჯევანიშვილი და მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე.

„დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ ადამიანს, რომელმაც ვაჟკაცურად შესწირა სიცოცხლე თავისი სამშობლოს ღირსების დაცვას. არჩილ ტატუნაშვილი თანამედროვე საქართველოს ისტორიაში გმირობის და თავდადების ერთ-ერთი მაგალითია. მისი წამება და სასტიკი მკვლელობა არის საოკუპაციო რეჟიმის განსახიერება და მთელი მსოფლიოსთვის ცხადყოფს, თუ რამდენად დესტრუქციული ძალის და ბოროტების წინაშე პირისპირ ვიმყოფებით. ეს არ არის მხოლოდ არჩლ ტატუნაშვილის ოჯახის ტრაგედია, ეს მთელი საქართველოს ტრაგედიაა. დღეს საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ დგას ჩვენს გვერდით, საქართველოს ხელისუფლების მიზნის მიღწევის გზაზე, რათა აღდგეს ნდობა ომით გაყოფილ საზოგადოებებს შორის. ჩვენი მშვიდობიანი პოლიტიკით მივაღწიოთ საქართველოს გამთლიანებას და აღარ განმეორდეს მსგავსი ტრაგედია. თანავუგრძნობ არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს და გამძლეობას ვუსურვებ,“- განაცხადა თეა ახვლედიანმა.

არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან 3 წელი გავიდა. 35 წლის ტატუნაშვილი, ოკუპირებულ ახალგორში მცირე მეწარმეობას ეწეოდა. დასახლებაში 2018 წელს, ერთ-ერთი მორიგი ჩასვლის შემდეგ ოკუპირებული რეგიონის ე.წ.-მა სამართალდამცავი სტრუქტურების თანამშრომლებმა დააკავეს. მომდევნო დღესვე დე ფაქტო უშიშროების კომიტეტმა განაცხადა, რომ ტატუნაშვილმა ბადრაგს წინააღმდეგობა გაუწია, კიბეზე დაგორდა და საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ცხედრის გადმოცემაზე ცხინვალი თითქმის ერთი თვის განმავლობაში ამბობდა უარს. თბილისში ჩატარებულმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ გარდაცვლილს სხეულზე ასზე მეტი დაზიანება ჰქონდა.

ტატუნაშვილის მკვლელებს ქართულმა სასამართლომ შესაბამისი სასჯელი შეუფარდა, თუმცა ისინი ამ დრომდე დაუსჯელი რჩებიან.


ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system