თავში

თეა წულუკიანი 14 დეკემბერს დაგეგმილ შეკრებაზე: მაქვს სურვილი ოჯახთან ერთად შევუერთდე ამ აქციას

თეა წულუკიანი 14 დეკემბერს დაგეგმილ შეკრებაზე: მაქვს სურვილი ოჯახთან ერთად შევუერთდე ამ აქციას
თეა წულუკიანი 14 დეკემბერს დაგეგმილ შეკრებაზე:  მაქვს სურვილი ოჯახთან ერთად შევუერთდე ამ აქციას

მე, როგორ რიგითი მოქალაქე, რომ გავიგე არის აქცია და შეკრება მოქალაქეების ევროსაბჭოში საქართველოს თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით, მაქვს სურვილი, რომ ოჯახთან ერთად შევუერთდე ამ აქციას, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

„ძალიან გამიხარდებოდა თუკი დრო მექნებოდა ჩემს პატარა შვილთან ერთად წავულიყავი აქციაზე. მივიჩნევ, რომ საქართველოს გზა არის ევროპა. ასევე პირი, რომელიც 10 წელი ევროსაბჭოს ვემსახურე და მაქვს სურვილი, ოჯახთან ერთად შევუერთდე ამ აქციას. ძალიან გამიხარდება, თუ რაიონში მცხოვრები ჩემი ოჯახის წევრები მომბაძავენ და ხვალინდელ აქციაზე ჩამოვლენ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

შეგახსეენბთ, რომ თბილისში, თავისუფლების მოედანზე 14 დეკემბერს, “ქართული ოცნება" მასშტაბურ შეკრებას მართავს.

პარტიის ინფორმაციით, შეკრება საქართველოს ევროსაბჭოს თავმჯდომარედ არჩევასთან დაკავშირებით მიმდინარე საზეიმო კვირეულს შეაჯამებს.

2019 წლის 27 ნოემბრიდან 2020 წლის 15 მაისის ჩათვლით საქართველო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა გახდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system