თავში

თეა წულუკიანი: არავინ არსად მიდის

თეა წულუკიანი: არავინ არსად მიდის
თეა წულუკიანი: არავინ არსად მიდის

თეა წულუკიანმა გიორგი გახარიას შესაძლო გადადგომის შესახებ გავრცელებული ინფორმაციას უარყოფს. 

როგორც იუსტიციის მინისტრმა მთავრობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა,  სამთავრობო გუნდში არჩევნების დასრულებამდე ცვლილებები არ იგეგმება.

გახარიას გადადგომის შესახებ ინფორმაციას მან ოპოზიციის მიერ გავრცელებული ფეიკ ნიუსი უწოდა. 

„არავინ არსად მიდის. ბატონი გახარია არის საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რომელიც ჩვენს გუნდს როგორც პრემიერ-მინისტრი მიიყვანს საბოლოო გამარჯვებამდე იმ არჩევნებში, რომელიც 31 ოქტომბერს შედგება.

ჩვენ ყველანი ვრჩებით იქ, სადაც ამჟამად გვხედავთ და ვართ. და ეს იქნება ის გუნდი, რომელიც არა მხოლოდ პანდემიას დაამარცხებს, უვიზო რეჟიმი როგორც მოვიტანეთ, მოიტანს ქვეყნისთვის უფრო მეტ ევროპულ ინტეგრაციას, არამედ ეს იქნება სახელისუფლებო გუნდი მთავრობაში, პარლამენტში, რომელიც მორიგჯერ გამჭვირვალე და დემოკრატიული არჩევნებით დაამარცხებს იმ სერიოზულ პრობლემას, რომელსაც ჰქვია ფეიკ ნიუსების შემქმნელი ოპოზიცია და მათი მედიასაშუალებები“, - განაცხადა მინისტრმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system