თავში

თეა წულუკიანი ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში იმყოფებოდა

თეა წულუკიანი ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში იმყოფებოდა
თეა წულუკიანი ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში იმყოფებოდა

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანი დარგობრივი სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან შეხვედრებს განაგრძობს.

თეა წულუკიანი დღეს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში ცენტრის ხელმძღვანელობასა და თანამშრომლებს, ასევე, ანსამბლ „ბასიანის“ წევრებს შეხვდა.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ფოლკლორის ცენტრის ხელმძღვანელმა, გიორგი დონაძემ და „ბასიანის“ ხელმძღვანელმა, ზურაბ წკრიალაშვილმა კომიტეტის თავმჯდომარეს პანდემიის პირობებში მიმდინარე საქმიანობისა და შეზღუდვების მოხსნის შემდგომი გეგმების შესახებ თავიანთი მოსაზრებები გაუზიარეს.

„საუბარი ასევე შეეხო სალოტბარო სკოლებს, ქართული ფოლკლორის დაცვისა და პოპულარიზაციის მიზნით სამომავლოდ განსახორციელებელ ნაბიჯებს, არქივების გაციფრებას, ადგილობრივ თვითმმართველობებთან უფრო ეფექტური თანამშრომლობის აუცილებლობას და სხვა“, – აღნიშნულია პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

თეა წულუკიანი უკვე იმყოფებოდა ოპერის და ბალეტის თეატრში, ასევე რუსთაველის სახელობის აკადემიურ თეატრში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system