თავში

თეა წულუკიანი იუსტიციის მინისტრის პოსტზე დაბრუნებას აღარ გეგმავს

თეა წულუკიანი იუსტიციის მინისტრის პოსტზე დაბრუნებას აღარ გეგმავს
თეა წულუკიანი იუსტიციის მინისტრის პოსტზე დაბრუნებას აღარ გეგმავს

თეა წულუკიანი არჩევნების შემდეგ იუსტიციის მინისტრად დაბრუნებას აღარ გეგმავს. ამის შესახებ მან ტელეკომპანია "იმედის" გადაცემა "რა დროს ძილიას" ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ამ საკითხზე მსჯელობა გუნდის შიგნით უკვე იყო, თუმცა მისი პოზიცია ცალსახაა.

"8 წელი საკმარისია და ვფიქრობ, რომ ის, რაც შეიძლება ერთმა ადამიანმა, ერთმა გუნდმა და ერთმა სამინისტრომ 8 წლის განმავლობაში ერთგულად აკეთოს, ეს ვაკეთეთ. ახლა დროა, რომ დაინიშნოს ახალი მინისტრი, რომელიც ამ ფუნდამენტზე უკვე კიდევ უკეთეს შენობას ააგებს, რომელსაც იუსტიციის სისტემა ჰქვია“, - აღნიშნა წულუკიანმა.

თეა წულუკიანმა თანამდებობა საარჩევნო კამპანიაში ჩართვის გამო დატოვა. ის პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" საარჩევნო სიის მეოთხე ნომერია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system