თავში

თეა წულუკიანი: რუსეთი ყველაფერს აკეთებს, რომ 10 მილიონი ევრო საქართველოს არ ჩაურიცხოს 

თეა წულუკიანი: რუსეთი ყველაფერს აკეთებს, რომ 10 მილიონი ევრო საქართველოს არ ჩაურიცხოს 
თეა წულუკიანი: რუსეთი ყველაფერს აკეთებს, რომ 10 მილიონი ევრო საქართველოს არ ჩაურიცხოს 

რუსეთი ყველაფერს აკეთებს, რომ ე.წ. დეპორტირებულების საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ მისთვის დაკისრებული 10 მილიონი ევრო საქართველოს არ ჩაურიცხოს, – ამის შესახებ განცხადება იუსტიციის მინისტრმა გააკეთა. 

„რუსეთთან ე.წ. დეპორტირებულების საქმეზე დავა დავიწყეთ იქედან, როცა რუსეთი ამბობდა, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების დეპორტაციას და კოლექტიურ გამოძევებას ადგილი არ ჰქონია და არც უკანონო პატიმრობები ყოფილა სახეზეო. ჩვენ ეს დავა მრავალი წლის პროცედურული პერიპეტიების შემდეგ სტრასბურგის სასამართლოს წინაშე მოვიგეთ. თავიდან სია იყო წარდგენილი ძალიან მცირე, რადგან ჩვენ, საქართველოს ხელისუფლება მივიჩნევდით, რომ შეიძლებოდა, საილუსტრაციო სიის საფუძველზე უბრალოდ დარღვევები დადგენილიყო, თუმცა, მერე ვნახეთ, რომ რუსეთს შეეძლო, ამით ესარგებლა და ასეულობით ადამიანის კონკრეტული შემთხვევა წარვადგინეთ, სრულყოფილი სია შევქმენით, სირთულეების მიუხედავად. რა თქმა უნდა, ამან დაასუსტა რუსეთის პოზიციები, ამის წყალობით ჩვენ სტრასბურგის სასამართლოში დავა მოვიგეთ. დავაზე გადაწყვეტილება საბოლოოა, გასაჩივრებას არ ექვემდებარება. რუსეთი უკვე მინისტრთა კომიტეტის წინაშე ეჭვქვეშ აყენებს სასამართლოს ამ გადაწყვეტილების აღსრულების საკითხს და ყველაფერს აკეთებს პროცედურულად იმისთვის, რომ 10 მილიონი ევროს ოდენობის თანხა საქართველოს არ ჩაურიცხოს. ამას აქვს მხოლოდ ერთდაერთი არგუმენტი დარჩენილი, რომელიც აბსოლუტურად უსაფუძვლოა. რუსეთი ამბობს, რომ 10 მილიონი ევრო საქართველოს კი არ უნდა ჩავურიცხო, არამედ, საქართველომ უნდა მითხრას, ამ თანხას რომ ჩავრიცხავ, ვისზე განაწილდებაო. ჩვენ წარდგენილი გვაქვს სია, თუმცა როგორც რუსეთი ამბობს, ეჭვი ეპარება, რომ ზოგიერთი ადამიანი არ არის ნამდვილად მსხვერპლი, რომ ეს თანხა ნამდვილად გადასახდელია და ასე შემდეგ. კარგია, რომ ყოველ ჯერზე მინისტრთა კომიტეტზე ჩვენ ვითხოვთ საჯარო დებატებს და განხილვებს და მოთხოვნა კმაყოფილდება. სულ რამდენიმე დღის წინაც მინისტრთა კომიტეტმა რუსეთს შეახსენა, რომ გადახდასთან დაკავშირებით მისი ეს ვალდებულება არის უპირობო, ანუ ის ვერავითარ პირობას, რომ გვარი არ მოსწონს, სახელი არ მოსწონს, სიის ოდენობა არ აკმაყოფილებს, ვერ დააყენებს. კიდევ ერთხელ მოუწოდა ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა, რომ ეს თანხა, რაც შეიძლება მოკლე ვადაში ჩარიცხოს, რომელსაც უკვე დიდი ხანია, ერიცხება პროცენტები პირგასამტეხლოს სახით, რადგან, როდესაც მოპასუხე არ ჩარიცავს, თანხა საგრძნობლად იზრდება“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system