თავში

თეა წულუკიანი სახელოვნებო განათლების რეფორმას განიხილავს

თეა წულუკიანი სახელოვნებო განათლების რეფორმას განიხილავს
თეა წულუკიანი სახელოვნებო განათლების რეფორმას განიხილავს

სახელოვნებო განათლების რეფორმასთან დაკავშირებით თეა წულუკიანმა მორიგი შეხვედრა გამართა. კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი მოადგილეებთან ერთად საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის და თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ხელმძღვანელობას და სხვადასხვა სამსახურის უფროსებს შეხვდა.

შეხვედრაზე შედგა შეთანხმება სამომავლო რეფორმის ძირითად მიმართულებებზე.

ამ ეტაპზე უკვე მზად ვართ, რომ ერთიანი პოზიციით გავაგრძელოთ შინაარსობრივი დისკუსიები განათლების სამინისტროსთან, რომელიც ამ სფეროში ჩვენი პარტნიორი და კოლეგა უწყებაა. ასევე რა თქმა უნდა, თანამშრომლობას გავაგრძელებთ დონორებთან და პირველ რიგში, მსოფლიო ბანკთან, რომელიც მრავალი წელია ძალისხმევას არ იშურებს იმისთვის, რომ ჩვენს მომავალ თაობებს ხარისხიანი როგორც პროფესიული, ასევე უმაღლესი განათლება შევთავაზოთ“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისი თქმით, კულტურის სამინისტროს სისტემაში უმაღლესი სასწავლებლების რეფორმისას აქცენტი გაკეთდება ხარისხზე და რაც ასევე მნიშვნელოვანია იმაზე, რომ არასოდეს მომავალში არ იყოს წყვეტა პროფესიებში, რათა სისტემამ საკუთარი ძალებით შეძლოს როგორც თეატრში სცენის პროფესიულ დონეზე განათება, ასევე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების (იქნება ეს ქვის, თუ ხის არქიტექტურა) პროფესიულ დონეზე კონსერვარია-რესტავრაცია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system