თავში

თეა წულუკიანი: ცვლილებაზე, არსებული კონსტიტუციის ფარგლებში, ვიმსჯელებთ

თეა წულუკიანი: ცვლილებაზე, არსებული კონსტიტუციის ფარგლებში, ვიმსჯელებთ
თეა წულუკიანი: ცვლილებაზე, არსებული კონსტიტუციის ფარგლებში, ვიმსჯელებთ

ხელისუფლების წარმომადგენელთა და ოპოზიციის ლიდერების შეხვედრა დასრულდა. მას მედიატორობას დიპლომატები უწევდნენ. შეხვედრა სამ საათს გაგრძელდა. როგორც პოლიტიკოსებმა განაცხადეს, მათ რაიმე კონკრეტულ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, თუმცა მოლაპარაკებები გაგრძელდება.

საქართველოს ვიცე-პრემიერის, თეა წულუკიანის განცხადებით, გადაწყდა, რომ მხარეები იმსჯელებენ, არსებული კონსტიტუციის ფარგლებში, საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე.

„საერთაშორისო პარტნიორებმა დააყენეს წინადადება ორივე მხარის წინაშე, ხომ არ გვემსჯელა იმაზე, რომ, არსებული კონსიტიტუციის ფარგლებში, პარლამენტის ერთი ნაწილი იყოს არა ერთმანდატიანი მაჟორიტარული, არამედ, მრავალმანდატიანი მაჟორიტარული. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ ვთქვით, რომ ვიმსჯელოთ, რატომაც არა...“, - განაცხადა წულუკიანმა.

მისი თქმით საკითხის განხილვისათვის დრო ოპოზიციამაც ითხოვა. ვიცე-პრემიერმა ივარაუდა, რომ შეხვედრის მესამე რაუნდი გაიმართება, სადაც მხარეები აღნიშნულ იდეასთან დაკავშირებით პოზიციას წარმოადგენენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system