თავში

თეა წულუკიანმა სამინისტროს 10-წლიანი სამოქმედო გეგმა წარადგინა

თეა წულუკიანმა სამინისტროს 10-წლიანი სამოქმედო გეგმა წარადგინა
თეა წულუკიანმა სამინისტროს 10-წლიანი სამოქმედო გეგმა წარადგინა

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრმა თეა წულუკიანმა ბორჯომში უმრავლესობის დეპუტატებისა და მინისტრთა კაბინეტის წევრების შეხვედრაზე 10-წლიანი სამოწმედო გეგმა წარადგინა. 

მინისტრმა ისაუბრა სამინისტროს მიზნებსა და ხედვებზე, კერძოდ, სად იქნება სისტემა და განვითარების რა ნიშნულზე იქნება მაჩვენებელი 10 წლის შემდეგ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მიმართულებით. მათ შორის თეატრების, მუზეუმების, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, სპორტის, ფედერაციების, მასობრივი სპორტისა თუ ახალგაზრდობის კუთხით.

„ვფიქრობ, ასეთი გასვლები მნიშვნელოვანია, რადგან დეპუტატებს, როგორც ზედამხედველ საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს, ეძლევათ საშუალება დეტალურად იცოდნენ რას საქმიანობს მთავრობა და თითოეულ მინისტრს დაუსვან ის შეკითხვები, რაც მათ აინტერესებთ,“ - განაცხადა თეა წულუკიანმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system